სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სღ
საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

სათაურა

ხევსური ქალის თავსაბურავის ნაწილი. რკალისებრი. კერავდნენ ბამბის ან შალის ქსოვილისაგან. მოსართავად იყენებდნენ მონეტებს, მძივებს, ღილებს. ქარგავდნენ ფერადი ძაფებით. სათაურა რამდენიმე სახისაა: კავიანი, ყურიანი, საყენ-ყურიანი, საყენიანი და მაღალი. თავხურვას ხევსურეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. გათხოვილი ქალი მანდილის გარეშე გარეთ ვერ გავიდოდა, ვერავის შეეგებებოდა, რადგან ამგვარი ქცევა უზრდელობისა და უპატივცემულობის გამომხატველად ითვლებოდა. გასათხოვარ ქალს კი მარტო სათაურას ტარებაც შეეძლო. ახალ პატარძალს უფლება ჰქონდა მამის სახლში მოეხადა მანდილი, უმანდილოდ იგი ქმარსა და ქმრის ნათესავებს ვერ ეჩვენებოდა. ხევსურმა ქალმა სათაურა-მანდილის ხმარება მოგვიანებით დაიწყო, მანამდე კი იგი „ჭანჭიკის ხელსახოცს“ ატარებდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მოკლე თმის ტარება დაიწყეს, ჭანჭიკის ხელსახოცი მანდილს ვეღარ იჭერდა და მის მაგივრად ჩიხტისმაგვარი სათაურა შეუქმნიათ.
ლიტ.: ს. მაკალათია, ხევსურეთი, 1935, ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9