სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სღ
საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

სარკოფაგი

მიცვალებულის ჩასასვენებელი ქვის ყუთი, სასულიერო მოღვაწეთა და სოციალურად დაწინაურებული მაღალი ფენის წარმომადგენელთა განსასვენებელი. დროთა განმავლობაში ერთ სარკოფაგში შესაძლოა რამდენიმე მიცვალებული დამარხულიყო. სარკოფაგები იდგმებოდა საგვარეულო საძვალეში, ეკლესიის ეკვდერებში ან იმარხებოდა მიწისქვეშ. იტალიის კატაკომბებში მიკვლეულ იქნა ქრისტიანული სიმბოლიკით უხვად შემკული სარკოფაგები, რაც დამადასტურებელია იმისა, რომ ასეთი სარკოფაგები თავიდანვე ადამიანთა სახილველად იყო გამიზნული. საქართველოში სარკოფაგები მიკვლეულია ქვემო ალმეში (აჭარა), სადგერში, თბილისში, ურბნისში, ნიქოზში, კავთისხევში, შულავერში, ბალიჭში, მცხეთაში, სულ 27-ზე მეტი ნიმუში. მათგან უმეტესობას შემკულობა არ გააჩნია, რამდენიმე კი ძუნწადაა შემკული. საქართველოში აღმოჩენილი სარკოფაგები ბანურსახურავიანი და ორფერდსახურავიანია. ადრეული ქრისტიანობისდროინდელი მცხეთური სარკოფაგები წარმოადგენენ მიწისქვეშა სამარხებს, შუაფეოდალური ხანიდან კი იწყება მათი გამოჩენა ღია ადგილებში - ეკლესიებსა და ეკვდერებში. ასეთი სარკოფაგის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს ბალიჭის სარკოფაგი, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი და წარწერა; გვიანფეოდალურ ხანაში სარკოფაგმა მისცა ბიძგი მემორიალურ კულტურაში ასეთი ტიპის საფლავის ლოდების წარმოშობას.
ლიტ.: ე. ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001. ვ.ჯაფარიძე, სოფ. ბალიჭის სარკოფაგი, „მაცნე“, №2,1976.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9