საბარკული, „საწვივე აბჯარი“(საბა). ჩერნის ანუ წვივის დასაცავი ჯაჭვი, საჩერნე ფართოდ გავრცელებული თავდასაცავი იარაღია საქართველოს მთიანეთში, იგი წარმოადგენს წარგრძელებული მართკუთხედი ფორმის ნაქსოვ ჯაჭვს, რომელიც წვივსა და ფეხის ბარკალზეც იკვრებოდა თასმებით. საჩერნეს ჯაჭვის რგოლები ხშირ შემთხვევაში ფარეშიანია, ანუ დამოქლონებული. ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II. 1993. ალ. ღლონტი, ქკთსკ. 1984.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,