სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სღ
საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საცეხველი, ჩამური, ოჩამური(გურ.სამეგრ.), საძიგველი, საბეგველი(აჭ.), დენგი(ხევს.), ჯორგო, როფი (ლეჩხ.), ალ

მარცვლეულის ცეხვა ნაყვისათვის გამოყენებული ქვის როფი. იხმარებოდა ხორბლეულის, ღომის, ფეტვის, ასლის, ბრინჯის, გასაცეხვად. სელის, კანაფის, მარცვლის, თრიმლის, თოფის წამლის დასანაყად. ცნობილია საცეხველის სამი ტიპი: ა) ხელის ბ) ფეხის და გ) წყლის. საცეხველის ფორმათა ვარიაციული სახესხვაობა მთელ საქართველოში იყო გავრცელებული - ჩამურის (გურია, იმერეთი, სამეგრელო), ოჩამურეს (სამეგრელო), ჯორგოს სამცეხვლოს (ლეჩხუმი), დენგის, დინგის (ხევსურეთი, სამცხე-ჯავახეთი), როდინის, როფის (იმერეთი), საძიგველის (აჭარა), ფილის (კახეთი), ქვიჯარ (სვანეთი) და სხვა სახელით. სანაყ-საცეხველები უძველესი დროიდან არსებობდა. ისინი ენეოლითური და შუა ბრინჯაოს, ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ძეგლებშია დადასტურებული. საქართველოში ფეხის საცეხველი დასტურდება ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესიის (X-XI სს.) ფრესკის მოხატულობაში. ფეხის საცეხველი ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში (ჩინეთი, იაპონია, ინდონეზია), ხმარობდნენ ფინეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, ესპანეთში, უნგრეთში.
ფეხის საცეხველი გამართული იყო ბარჯგებზე. ცეხვის დროს საცეხველთან გამართულ ძელებს შუა გაბმულ თოკზე ხელჩაკიდებული მცეხვავი ძელის ერთ ბოლოზე ფეხის დაკვრით ძელს მაღლა აღმართავდა და თავს ჩამურში ჩაარტყმევინებდა, რასაც შიგთავსის ცეხვა ან ნაყვა მოჰყვებოდა. ეს მოქმედება რითმულად მეორდებოდა ცეხვის დამთავრებამდე. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო წყლის საცეხველი. სამეურნეო საქმიანობის გარდა, საცეხველი რელიგიურ კულტურაშიც გარკვეულ ფუნქციას ასრულებდა მაგ., თედორობის კულტისადმი მიძღვნილ ცერემონიაში (რაჭ. ლეჩხ.) - საცეხველთან ლოცვა და რიტუალური კვერის საცეხველისადმი ზიარება მიმართული იყო მოსავლისა და მარცვლის უდანაკარგოდ ცეხვის დაბევებისადმი. საცეხველი ისეთივე ძველ მონაპოვრად მოჩანს, როგორც მასში მოსაცეხვი პროდუქტი. საცეხველი ჩვენში ადგილობრივ, კულტურისა და ქართული სამეურნეო ყოფის მონაპოვრადაა მიჩნეული.
ლიტ.: Г. Читаиа, Этнографические исследования в Грузии, советская этнография, т.IV, 1948. ჯ. რუხაძე, ხალხური აგროკულტურა დას. საქართველოში, 1970.
ლ.მ.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9