ადამიანთა მოსასვენებელი ავეჯი. X ს. ძეგლებში ბერთა საწოლად სარეცელია დასახელებული. ძველ საქართველოში საგებლის გარეშე, საწოლი ავეჯის სინონიმს წარმოადგენდა-ცხედარი. სულხან-საბას განმარტებით,- „ცხედარი ითქმის შიშველ საგებელთაგან, ხოლო სარეცლად დაგებული და გადაგებული“. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში გავრცელებული საწოლის ერთ გავრცელებულ სახეობას ტახტი ჰქვია. საწოლ სარეცელთა ორიგინალური ნიმუშებია მოცემული მამუკა თავაქარაშვილის მოხატულ „ვეფხისტყაოსანში“. ეს ავეჯი მეტ-ნაკლები რეალობით უნდა ასახავდეს ფეოდალური საქართველოს საწოლის ტიპებს. საქართველოს არისტოკრატიის საწოლი ავეჯის მაღალგანვითარებულობას ადასტურებს არმაზისხევში აღმოჩენილი სარეცელი, რომლზედაც აკლდამაში შესვენებული მიცვალებულები იყო მოთავსებული.
ლიტ.: ვ. ართილაყვა, XVI-XVIII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,