ყველა ტიპის სახვნელი იარაღის ზოგადი სახელწოდება. ტერმინი „სახვნელი“ რამდენადმე ადრე უნდა გაჩენილიყო, ვიდრე სახვნელთა სახეობანი და მათი სახელები. გვიან სახვნელმა, როგორც სახვნელის კერძო სახელწოდებამ, ვეღარ დაიტია განვითარების შედეგად სახვნელთა მრავალსახეობა და ზოგად ტერმინად იქცა. მის შიგნით მოხდა სახვნელების სახეობათა მიხედვით სათანადო სახელწოდებათა შექმნა. თუმცა „სახვნელი“, როგორც იარაღის კერძო სახელი, მთლად არ დაკარგულა. ზოგიერთ კუთხეში (ხევსურეთი, რაჭა, ლეჩხუმი) იგი შემორჩა სახვნელის კონკრეტული ტიპის აღსანიშნავად.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორია, 1930.
თ. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,