ჯა ჯე ჯვ ჯი ჯო ჯუ ჯღ
ჯაბ ჯაგ ჯავ ჯალ ჯამ ჯან ჯარ ჯაფ ჯაშ ჯაჭ

ჯამბარა

  1. ტყავის საბელი, რომლის საშუალებითაც სახვნელი უღელზე იყო მიბმული.
    ლიტ.: გ. ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
    თ. გ.
  2. ტყავისაგან დაწნული ბაგირი. დიდი ფრთიანი გუთნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. მისი დამზადების ორი წესი არსებობდა: დაწნული და შეგრეხილი. მზადდებოდა ხარისა და კამეჩის ტყავისაგან. მოგვიანებით ტყავის ჯამბარა რკინის ჯაჭვმა შეცვალა. ჯამბარის ძირითადი დანიშნულება გუთნის ყელის ფაფმფალაკზე მობმა იყო. ჯამბარის საშუალებით (დამოკლება-დაგრძელებით) ხდებოდა ხნულის სიღრმის და კვალის სისწორის დარეგულირება. დაწნული ჯამბარის დამზადება პროფესიულ დაოსტატებას მოითხოვდა და კარგადაც ფასობდა. ამ საქმის კარგ მოხელეებად ხევსურები ითვლებოდნენ. ხევსური მეჯამბრეები ქართლ-კახეთის ბარის სოფლებში და სომხეთშიც კი დადიოდნენ. ამას „ჯამბარობაზე“ წასვლას უწოდებდნენ.
    ლიტ.: გ. ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
    თ. გ.
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9