სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სღ
საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

სახლი ლაზური

დასავლურქართული ოდის ნაირსახეობა. ლაზური სახლი თავისი არქიტექტურული და დეკორატიული სრუქლმნილებით სამშენებლო ხელოვნების ძლიერ მიმართულებად გამოიკვეთება. ამასთანავე, ასეთი სტილის სხვადასხვა ვარიაციებით ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ლაზური სახლის მშენებლები ძირითადად იყვნენ ლაზი ოსტატები, რომლებიც არცთუ იშვიათად გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გათვალისწინებით ქმნიდნენ ლაზური სახლის კომბინირებულ ტიპებს, ამ მხრივ შესაძლოა დასახელებულ იქნეს თრიალეთში გავრცელებული ლაზურის ტიპის მიწურბანიანი ოდები. ლაზური სახლი ხასიათდება ქვითხუროობის დახვეწილი ფორმებით, რაც გამოიხატება აივნის, ბოძების, ფარდებისა და კარ-ფანჯრების მხატვრული ჭრილებით გაფორმებაში. ლაზურ ორნამენტში განსაკუთრებით გამოკვეთილია ზოომორფული, ასტრალური და მცენარეული (სიცოცხლის ხე) მოტივი, რაც, მჭიდრო სიუჟეტურ მსგავსებას ამჟღავნებას მახლობელი აღმოსავლეთის კულტურულ სამყაროსთან.
ლიტერატურა.: გ. ჩიტაია, სიცოცხლის ხის მოტივი ლაზურ ორნამენტში, შრომები, ტ. II, 2000
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9