სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სღ
სია სიმ სინ სირ სის სიქ სიხ

სიხმა

ქალის გარეთა სამოსელი (აჭა. სამცხ-ჯავახ.). მასალად გამოიყენებოდა ფაბრიკული ქსოვილები - ხავერდი, მაუდი, სატინა, ფარჩა. სიხმა წელამდე დასული და ტანზე შემოსალტული ზედაწელია. დასტურდება სიხმას ორი სახეობა: გულამოჭრილი და გულდახურული. პირველს ხმარობდნენ ბარში მცხოვრები ქალები, მეორე კი - მთის მაცხოვრებლები. გულდახურული სხვა მხრივაც იყო გამორჩეული, მას მკერდს ქვემოთ ნაკერები ედგმებოდა, რითაც მისი საკალთე ივსებოდა. წელზე მომდგარ სიხმას უკეთდებოდა განიერი სახელოები, რომლის სიფართე მხართან და მაჯასთან ერთნაირი იყო. ამასთანავე, მხრებთან და მაჯებთან ნაოჭიც აუცილებელია. შესაკვრელად მკერდის ქვემოთ ჩაფრასტებს აკერებდნენ. წელამდე ჩახსნილი სიხმა სათანადოდ იყო გაფორმებული.
ლიტ.: ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005.
ც.ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9