ტა ტი ტკ ტმ ტო ტრ ტუ ტყ
ტაბ ტაგ ტალ ტან ტარ ტაფ ტაშ ტახ ტაჯ

ტაბიკი

უღელში ჩასარჭობი ხე, შვინდის ან კოწახურის, გამოთლილი მტკვალნახევარი სიგრძის, ცერის თითის სიმსხო. ტაბიკი იჯდა უღლის სატაბიკე ჭრილში, თვალში. უღელში ჩაყრილი ორი ტაბიკი ხარს დაედება კისერზე და შეიკვრება ტყავის თასმით, აპეურით, ხარმა უღელი კისრიდან რომ არ წაიძროს.
ტაბიკი საქორწილო რიტუალის დამახასიათებელ ატრიბუტსაც წარმოადგენდა როგორც ცოლ-ქმრის ტოლობისა და მეუღლეობის სიმბოლო. იგი უღელთან ერთად ბრინჯაოს ხანის მასალაშია დაფიქსირებული.
გ.გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9