ტა ტი ტკ ტმ ტო ტრ ტუ ტყ
ტაბ ტაგ ტალ ტან ტარ ტაფ ტაშ ტახ ტაჯ

ტაბლა

  1. ხისაგან გაკეთებული ფეხებიანი, დაბალი სუფრა. ტაბლა მაგიდის სახელწოდებად იხსენიება ძველ ქართულ წყაროებში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ტაბლა „ფიცრის სუფრაა ფეხედი“. ტაბლა სასულიერო მწერლობაში ევსტათი მცხეთელის მარტვილობაშია (VI ს.) მოხსენიებული, ხოლო საერო საისტორიო წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. XVI-XVII საუკუნის ყველა საისტორიო წყაროში სასადილო მაგიდის აღმნიშვნელ ტერმინად ყველგან ტაბლაა ნახმარი. როგორც ჩანს, მაგიდა XVII საუკუნიდან დამკვიდრებულა, ხოლო ტაბლა თავისთავად განაგრძობდა არსებობას. სვანეთში გავრცელებულ ხის სუფრას „ტაბაკი“ ჰქვია, მთიულეთსა და ფშავ-ხევსურეთში „ტაბლა“, მოხევეები ხშირ შემთხვევაში ასეთ სუფრებს - „ტაბლა-ხონჩასაც“ უწოდებენ. ყველა ეს სუფრა დამზადებულია ხის სქელი ფიცრისაგან, რომლის სიგრძე 2 მეტრს აღწევს, სიგანე კი 36-40 სმ. დგას ოთხ, ხუთსანტიმეტრიანი სისქის ფეხზე, რომელთა სიმაღლე 40 სმ-ს არ აღემატება. ასეთ სუფრებს იყენებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ნადიმისა და ქორწილების დროს.
    სვანეთში გავრცელებულ სუფრებში მეტად საინტერესოა ხის მრგვალი სუფრა „ფიჩქ“, რომელსაც სამი ფეხი აქვს.ი გი მასიური ფიცრისაგან არის გამოთლილი, ფეხების გარეშე აჭარულ ფეშხუმს ჰგავს. ყურადღებას იქცევს ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური სუფრების, კერძოდ, ტაბლების პარალელები. მცხეთის სამთავროს სამაროვანზე აღმოჩნდა თიხის ორი ტაბლისებური მოყვანილობის ჭურჭელი. ერთი ოთხ მინაძერწ ფეხზე დგას, ხოლო მეორე - სამ ფეხზე. პირველი ჭურჭელი დათარიღებულია ძვ.წ. III-IIსაუკუნეებით, ხოლო მეორე სამარხს, რომელშიც მრავალგანივკვეთიანი სამფეხა ტაბლა იყო, ძვ.წ. X-IX საუკუნეებით ათარიღებენ.
    აღმოსავლეთ საქართველოსა და სვანეთის ხალხური ავეჯის შესწავლისას ეთნოგრაფ ლ. ბედუკიძის ყურადღება მიიქცია ტაბლების მრგვალმა მოყვანილობამ და მან შესაძლებლად მიიჩნია მათი ციურ მნათობთა შესახებ არსებულ რელიგიურ წარმოდგენებთან დაკავშირება, რის საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ ტაბლათა სიმრგვალე უძველეს რწმენა-შეხედულებებს უკავშირდება და სუფრად ხმარებული ტაბლის ფორმაც ასტრალურ მსოფლმხედველობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
    ე.ნ.
  2. სარიტუალო პური.
    ე.ნ.
  3. სართავი ჯარის ნაწილი.
    ე.ნ.
  4. მეჭურჭლის ჩარხის ნაწილი.
    ე.ნ.
  5. საჩეჩელის ნაწილი.
    ე.ნ.
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9