ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბან ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაშ ბაჩ ბაც ბაწ ბაჭ ბახ

ბადიმი

ჭურის ხის სარქველი, პირსაფარი, რომელზედაც დაიგლისება დაზელილი აყალო და ზედ დაეყრება „ხვერეფი“(წმინდა) მიწა. ბადიმისათვის საუკეთესო ხედ ითვლება ნაძვი და ცაცხვი, ასევე, წიფელა და თელა. ბადიმი სამნაირია: მთლიანი (შედარებით პატარა ჭურებისათვის), ორნაწილიანი და შედგენილი რამდენიმე ნაწილისაგან. ყველა ტიპის ბადიმს შუაში ნახვრეტი აქვს მაჭრის დუღილისას ჰაერის გამოსასვლელად. კარგი ხის ბადიმი რამდენიმე წელს გაძლებს. შემოდგომით ბადიმებს მოხდიან, დაფხეკენ, დარეცხავენ, ცეცხლის ალზე მორუჯავენ და სუფთა ნაჭრით გაასუფთავებენ. ბადიმის განსაკუთრებულ სისუფთავეს განაპირობებს ჭურში ღვინის მომატების საშიშროება, რომლის დროსაც ღვინო ბადიმს შესაძლოა მოადგეს და თუ იგი სათანადოდ არაა დამუშავებული ამ თვალსაზრისით, ღვინოს „ხელს“ მისცემსს და გააფუჭებს.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9