ტა ტი ტკ ტმ ტო ტრ ტუ ტყ
ტაბ ტაგ ტალ ტან ტარ ტაფ ტაშ ტახ ტაჯ

ტანტრიაბეჩი, ტანტრაბეჩი

ფრჩიხლების საწმენდი კოსმეტიკური დანიშნულების იარაღი, ჩვეულებრივ ტანტრიაბეჩი, ილარის (ყურის საჩიჩქნი) და აცისკანასთან (პატარა მაშა) ერთადაა წარმოდგენილი და ისინი ერთ რგოლზე არიან ასხმულნი. ეს კომპლექსური კოსმეტიკური იარაღები მზადდება ხის, ძვლისა და ლითონისგან. გ. ჩიტაიას მოსაზრებით, ამ ტიპის იარაღებს პარალელები მოეძებნებათ აღმოსავლეთის უძველეს კულტურებში, რაც ქართული ოქრომჭედლობის სიძველის კიდევ ერთი დასაბუთებაა.
ლიტ.: ნ. მინდაძე, ქართული ხალხური მედიცინა, 1981.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9