ტა ტი ტკ ტმ ტო ტრ ტუ ტყ
ტაბ ტაგ ტალ ტან ტარ ტაფ ტაშ ტახ ტაჯ

ტარი

  1. აქ: ქვის დასამუშავებელი იარაღის ხის ტარი, რომელიც იარაღზე იგება „ამოცმის“ წესით. ტარი უნდა იყოს შერჩეული მაგარი ჯიშის ხის, სატარე ხედ საუკეთესოა ეკალი, რცხილა, კუნელი. სატარე ხე შეირჩევა და მოიჭრება ზამთარში. შემდეგ გათლიან უხეშად. შეინახავენ მშრალ ადგილას. გახმობის შემდეგ ტარს დახვეწენ და რომელ იარაღშიც უნდა გამოიყენონ მისი ყუის რადიუსზე მეტად გაუთლიან ბოლოს. შემდეგ ამოუცვამენ ყუაში და სცემენ ქვაზე სანამ მაგრად არ გაიჭედება: ასეთნაირად დაგებული ტარი, იარაღს არ გასძვრება და დიდხანს შეინარჩუნებს თავის ფუნქციას. ქვის იარაღს, რომელიც „ნიადაგ გარეთ მუშაობს“ მზემ და წვიმამ ტარი არ უნდა მოურყიოს. ტარის ამოცმის წესი, რომელიც ხელოსნის გამოცდილებაზეა დამყარებული, ამის საუკეთესო გარანტიას იძლევა.
    ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
    ე. ნ.
  2. „ქალთ თითისტარი“(საბა). თითისტარი (იხ.) არის ძაფის გამოსაგრეხი უძველესი იარაღი, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ქსოვასა და შესაბამისად მატყლის ტანისამოსის დამზადებასთან. თითისტარზე წამოსაცმელი კვირისტავების ძალზე დიდი რაოდენობაა აღმოჩენილი საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე, რაც მიუთითებს როგორც მეცხვარეობის ინტენსიურ ხასიათზე, ასევე მატყლის ტანსაცმლის გამოყენების პრაქტიკაზე საქართველოში.
    ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
    ე. ნ.
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9