ტა ტი ტკ ტმ ტო ტრ ტუ ტყ
ტოლ ტომ ტოპ ტოშ

ტოლომა, ტალმა

ქალის წამოსასხამი. მასალად სეზონის მიხედვით არჩევდნენ, ზამთარში მუქი ფერის მაუდს, ხავერდს, მირინოსს, ზაფხულობით კი ფერად-ფერად აბრეშუმეულობას. ფორმით ორგვარი იყო: გრძელი და მოკლე. მხრებზე მორგებული და ყელთან ერთი სამაგრით დამაგრებული ეს წამოსასხამი უსახელო იყო, საყელოიანი და ნაბდისებურად მოყვანილი, ბოლოსაკენ გაგანიერებული. საზამთროს ბეწვი ჰქონდა გამოკრული, სხვა შემთხვევაში ბამბაფენილი და დალიანდაგებული სარჩულით კერავდნენ. საბას განმარტებით, დიდ ტოლომას „გალატონი“ რქმევია, ხოლო - პატარას „ქუქუნაკი“.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა), ანალები, ტ. I, 1947. ნ. გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა, XIXს. და XXს. დასაწყისი, 1967.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9