ტა ტი ტკ ტმ ტო ტრ ტუ ტყ
ტოლ ტომ ტოპ ტოშ

ტოპაზი

თეთრი ფერის მინერალი. Mმიუხედავად იშვიათობისა, ქართულ წერილობით ძეგლებში მას მრავალი სინონიმი მოეძებნება. ტოპაზის მძივები აღმოჩენილია სოფ. არხილოსკალოს ერთ-ერთ სამარხში. ასევე ტოპაზის გემაა აღმოჩენილი მცხეთაში, ტოპაზითვეა შემკული ხატები, მაგ., სიონის ღვთისმშობლის ხატს ამკობს რვა ცალი დიდი ზომის ტოპაზი, ასევე ტოპაზითვეა შემკული მიტრები, პანაღიები. ტოპაზი გამოირჩევა გამჭვირვალებითა და ელვარებით, რაც განაპირობებდა მის პოპულარობას.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9