ტა ტი ტკ ტმ ტო ტრ ტუ ტყ
ტყა ტყვ ტყლ ტყრ

ტყავი საპირე

საფეხსაცმლე ტყავი. საპირე დაახლოებით ისევე კეთდება, როგორც საძირე . დამზადების დრო აქაც ერთი თვეა. საპირე ტყავად ხმარობდნენ წვრილფეხა საქონელს: თხასა და ცხვარს. საძირესაგან განსხვავებით, საპირე ჯერ კირით უნდა დამუშავებულიყო; თაღარში ჩაყრიდნენ 20 სათლ კირსა და 50 სათლ წყალს და საპირე კირში ორი კვირის მანძილზე ამუშავებდნენ. თბილისელი დაბღები დამუშავებულ ტყავს დაზგაზე „ღულაბით“. ჭიმავდნენ. საპირე ტყავს თხის ან ძროხის მუცლის გამდნარ ქონს უსვამდნენ ხორცის მხრიდან, ხოლო ბეწვის მხრიდან ტყავი ჩვეულებრივი ქონით იჟღინთებოდა. ბოლო პროცესი ტყავის შეღებვა იყო. ტყავის ავკარგიანობა ფერითაც განისაზღვრებოდა. ყველაზე კარგ ფერად ღია ლიმონის ფერი მიიჩნეოდა. ძველად მედაბღეები ძაღლის პატივს აგროვებდნენ, აშრობდნენ და თბილ წყალში ხსნიდნენ, წურავდნენ და ნაწურს ტყავს უსვამდნენ და მას ყვითელი ფერი ეძლეოდა. საპირე ტყავი ორი სახის იყო: ქოსალა და სამოგვე. ქოსალა ცხენის, ხოლო სამოგვე თხის ტყავის კეთდებოდა. ცხვრის ტყავის მზადდებოდა მეში. მის გამოყვანას იმავე წესით ახდენდნენ, როგორც საფეხსაცმლე საპირეს, იმ განსხვავებით, რომ მეში გამოიყენებოდა საპირის სარჩულად და მას არ სჭირდებოდა გაქონვა და შეღებვა. ასეთივე წესით მზადდებოდა საძირე ტყავიც.
ლიტ.: ნ. აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986.
ნ. ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9