ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბან ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაშ ბაჩ ბაც ბაწ ბაჭ ბახ

ბაზარი

სავაჭრო ცენტრი, სავაჭრო სახლი. ქულბაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა მოსახლეობის ფართო მასებისთვის სხვადასხვა სახის საქონლისა და სურსათ-სანოვაგის, გაცვლაგამოცვლისა და ყიდვა-გაყიდვის უმთავრეს ცენტრს. საქართველოს დაბა-ქალაქებში უძველესი დროიდან არსებობდა ბაზრებიდა შესაბამისად მათთანაა დაკავშირებული ვაჭრობა-ხელოსნობის აღმავლობა. სტრაბონი იცნობს იბერიის ბაზრებს და ზოგადად მაღალი შეხედულებისაა მათზე.საქართველოს ქალაქების ცენტრალური ბაზრების გარდა, საეკლესიო დღეობებსა და დღესასწაულებზე, სხვადასხვა კუთხეში იმართებოდა ბაზრობები, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ მასშტაბური ხასიათის იყო. ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9