ტა ტი ტკ ტმ ტო ტრ ტუ ტყ
ტყა ტყვ ტყლ ტყრ

ტყაპუჭი, ტყავი(ჩუბ.), ტყავფუჩი (გურ.)

ცხვრის ტყავის მოქნილი სამოსი; ტყაპუჩი ტყავის ტანსაცმელებში ყველაზე დიდი ზომის ყოფილა. მას ტყავის მოხელე კერავდა. ტყაპუჭებით მეურმეებიც იმოსებოდნენ, მეცხვარეები კი ზამთრობით ნაბდის იცვამდნენ. ხევში მეცხვარეები ცხვარში რომ არ დადიოდნენ და სახლში შინაკაცებად ისხდნენ, გარეთ გამოსვლის დროს (საერობო ადგილას ან სხვაგან) იცვამდნენ ტყაპუჩს.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, III-IV, ტ., თბ., 1962, გვ. 122 ნ. ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9