უბ უზ უთ ულ უნ ურ უღ უძ უწ უხ
უზა

უზანგი

ცხენის აღკაზმულობის მნიშვნელოვანი დეტალი, რკინის, ფეხთშესაყარი, რომელიც კეხის ფრთაზეა ჩამოკიდებული ისეთ მანძილზე, რომ მასში ფეხგაყრილ მხედარს მუხლი ოდნავ მოხრილ მდგომარეობაში ჰქონდეს. უზანგი ცხენით სიარულის დროს, ფეხის საყრდენის ფუნქციას ასრულებს და ამავე დროს, მხედარს ეხმარება ცხენზე ასვლაში. უზანგის გამოყენებას VI ს. ვარაუდობენ და მის გაჩენას ძველთურქული ტომების სახელს უკავშირებენ. უზანგმა დიდად შეუწყო ხელი მხედრის ხანგრძლივად ცხენზე ჯდომას. საქართველოში უზანგები ძირითადად ქალაქებში მზადდებოდა.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9