ერთგვარი სარიტუალო ცეცხლი. ბატონებით დაავადებულ ბავშვს, როცა გადალოცვის დრო მოუვა, ხონჩაზე დადებენ ტკბილეულს, ფერად ნაჭრებს და მათთან ერთად თიხის ჯამზე ანთებულ ცეცხლს, რომელიც უკიდია ნიგვზის ლებნებს და იწვის ლიცლიცა სუსტი, მოცისფრო ალით. იმერეთში არსებობს წყნარი ამინდის გამომხატველი გამოთქმა: „ისეთი ამინდია, ბაზმა არ დაქვრებაო“. ეს ხაზს უსვამს ბაზმის ალის სინაზეს და ზოგადად კარგად შეესატყვისება „ბატონების“ ჭირვეულ ბუნებას.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,