უბ უზ უთ ულ უნ ურ უღ უძ უწ უხ
ურე ურო

ურემი ორბორბლიანი

ქართული ტვირთის საზიდი ტრანსპორტის ტიპი, რომელიც თითქმის მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. აღმ. საქართველოში ორი ქვესახეობითაა წარმოდგენილი საბარო ურემი და საძნე, ანუ ბჯის ურემი. დას. საქართველოში კი ერთი სახეობით - ხელნა ურემი. საძნე ურემს საბარო ურემთან შედარებით მაღალი და წვეტიანი ჭალები აქვს. ურემს გააჩნია უბე, ღერძ-ბორბლები და უღელი. უბე წარმოადგენს ურმის მთლიან ნაწილს, რომელზედაც იდება ტვირთი და აქვს შემდეგი ნაწილები: ხელნები, დანდლები, კოფო, ჭალა, ზეწარი და სხვა. უბე შეკრულია გრძელი ხელნებისგან და ქმნის ტოლფერდ სამკუთხედს, რომელზედაც განთავსებულია ჭალები - ერთგვარი ღობე, რომელიც აუცილებელია ურემზე დადებული ტვირთის დასამაგრებლად. ურმის მნიშვნელოვანი ნაწილია თვლები//ბორბლები, რომლებიც შედგება მორგვის, ფერსოსა და სოლებისგან, სადაც გაყრილია ღერძი. ურმის ღერძზე ერთი თვალი თავისუფლად ბრუნავს, მეორე კი გაჭედილია, რაც ძალზე აიოლებს ურმის ერთ ადგილზე მობრუნებას - ესაა ქართული ურმის ერთი დამახასიათებელი თვისება. ურმის კონსტრუქციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს უღელს (იხ.), რომლის მეშვეობითაც გამწევ ძალას ურემი მოძრაობაში მოჰყავს. ორბორბლიანი ურემი ძირითადად გამოყენებული იყო საქართველოს ბარში.
ლიტ.: მ. გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9