უბ უზ უთ ულ უნ ურ უღ უძ უწ უხ
ურე ურო

ურემი ჩოჩიალა, ფრჩხილებიანი

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ურმის ტიპი, რომელიც თავისი კონსტრუქციით მისადაგებულია მთაგორიან რელიეფს. მისი სინონიმებია ჩოჩიალა, აჩაჩა, ფრჩხილა, მთის, ფიცრული, ხოხიკია, დაბალი, მარხილიანი, მარხილა და ხოხა ურემი. საქართველოს სხვა კუთხეებში ასეთ ურემს „იმერულს“ უწოდებენ. ფრჩხილებიან ურემში თრევისა და გორვის პრინციპი ორივე ერთადაა გამოყენებული, რითაც ის ბოლოთრიას ემსგავსება (იხ. ბოლოთრია). თუმცა მისგან განსხვავებით - ბოლოთრიას უკანა ნაწილი თუ ეთრევა მიწაზე, აჩაჩას ფრჩხილები შუა ნაწილშია მოთავსებული და ისინი გამუდმებით მიწაზე მისრიალებენ. აჩაჩას ზესადგარი ეყრდნობა ღერძ-ბორბალს არა ცენტრით არამედ უკანა ნაწილით, რის გამოც იგი დახრილია, გარკვეულწილად ეყრდნობა როგორც ბორბლებს, ასევე ფრჩხილებსაც და ტვირთის გადატანა ორივეს მეშვეობით ხორციელდება. ურმის ფრჩხილები დაღმართში სამუხრუჭო საშუალებასაც წარმოადგენს და ამავე დროს, ინაწილებს ტვირთის სიმძიმეს. მიწაზე მოსრიალე ფრჩხილები ასევე ამცირებს ურმის რყევას და უღელი ნაკლებად აწვება ხარებს.
ლიტ.: მ. გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9