უბ უზ უთ ულ უნ ურ უღ უძ უწ უხ
უღე

უღელი

„ხართა ქედსადები“ (საბა). სამეურნეო პირობებიდან გამომდინარე საქართველოში მრავალი დანიშნულების უღელი დასტურდება. ესენია: სამარხილე, სალაჩქიმე, საკალოე, სააჩაჩე. ასევე, საყევრის, საწკეპი, საჯდომი, საძირე და სხვა. ამათგან გამოიყოფა უღელის სამი ტიპი: დიდი გუთნის, ორხელასი და აჩაჩისა, რომელთაგან პირველი შეესაბამება ბარის, მეორე - გარდამავალი ზოლის (მთასა და ბარს შორის მოქცეულ) და მესამე მთის მიწათმოქმედებას. უღლისთვის საუკეთესოა იფნის ან თელის ხე, რომელიც ფიცხი არაა და ხარს კისერს არ დასწვავს. უღლის ცენტრში კორაა დატანებული საზიდი ხელნების ღვედით მისაკვრელად და დასამაგრებლად. საქედური უღლის ის ნაწილია, რომელიც ხარს ქედზე ადევს სიმძიმის დასაძრავად. საქედური ბოლოებში გახვრეტილია ტაბიკებისთვის, რომლებიც ხარებს კისერზე ჩამოეცმება და ქვემოდან შეიკვრება ტყავის თასმებით (აპეურებით იხ.). დიდ გუთანში 8-10 წყვილი ხარი ებმოდა და მოხერხებულ უღელზე ბევრად იყო დამოკიდებული ხვნის ეფექტურობა. ძველი ცივილიზებული სამყარო იცნობს საქედურიან უღელს. საქართველოში ამგვარი უღლები შუა ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ეტიმოლოგიურად სიტყვა „უღელი“ ინდოევროპული წარმოშობის სიტყვაა და ფიქრობენ, რომ ადრეულ პერიოდში ჩვენში მის აღმნიშვნელად ტერმინი „ყევარი“ იყო დამკვიდრებული. აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში (ფშავი, ხევსურეთი), დასტურდება უღელთან დაკავშირებული საყურადღებო წეს-ჩვეულება - ე.წ. „უღელზე დატირება“. საქართველოს შუაბრინჯაოს ხანის მასალებში აღმოჩენილია უღელი, რომელიც მიცვალებულის კულტთან უნდა იყოს დაკავშირებული. ლიტ.: გ. ჩიტაია, ქართული უღელი, მსე, ტ. XIX, 1978.
გ.გ.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9