უბ უზ უთ ულ უნ ურ უღ უძ უწ უხ
უძი

უძირო

წუღა, წაღა, მესტი, თარგზე გამოჭრილი მსუბუქი თხელძირიანი რბილი ფეხსაცმელი, აქვს მაღალი ან დაბალი ყელი. საქართველოში დამოწმებულია სამი ქვეტიპი: 1. ერთნაჭრიანი - დახურული, ფართოენიანი ან პირმოხდილი უენო, 2. სამნაჭრიანი - პირისა, ტერფისა და ძირისაგან შედგენილი და 3. მრავალნაჭრიანი. ამ უძიროს საპირე ერთი ან რამდენიმე ნაჭრისაგან შედგება, ყელი ორნაჭრიანი, მაღალი ან დაბალი აქვს. უძირო მზადდება ტყავის და სხვადასხვა მასალის (ნაბადი, ქსოვილ გადაკრული ტყავი) კომბინირებით. აფორმებდნენ ფერადი ძაფით მცენარეული ორნამენტით, ფერადი ტყავის აპლიკაციით, ოქრომკედით და სხვ.
ნ.ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9