აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აჭ ახ აჯ
აბა აბგ აბდ აბე აბზ აბრ აბშ აბჯ

აბრამიანი

საახალწლო ხონჩა (ქართლ.). ახალი წლის დადგომისას ოჯახში აცხობდნენ ბასილას (იხ.) ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ ბედისკვერს, ასევე, შინაური საქონლისათვის დამახასიათებელ ატრიბუტებს (ცური, ფაფარი, სახვნელი, გუთანი, უღელი და სხვა). ახალ წელს, განთიადისას, ოჯახის უფროსი ხონჩაზე დადებდა ღორის თავს, ბასილას პურის ქანდაკებას, ბედის კვერებს, თაფლიან პურებს და ზედ მიაკრავდა ანთებულ სანთელს. ასეთად დატვირთულ ხონჩას გარეთ გაიტანდა, სამჯერ ლოცვით შემოუვლიდა სახლს, შემდეგ მარანსა და ბოსელს მიულოცავდა და ისევ დარბაზში დაბრუნდებოდა, აბრამიანს კერასთან მისდგამდა, მუგუზლით ცეცხლს შეუჩიჩხინებდა, გაცვივდებოდა ნაპერწკლები და წარმოსთქვამდა ოჯახის სალოცავსა და საქონლის გამრავლების ტექსტს. შემდეგ თაფლიანი პურებით ოჯახის ყველა წევრს დააბედებდა. აბრამიანს ქართლში სამ დღეს ინახავდნენ. აბრამიანი საქონლის გამრავლების, განაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებელ რიტუალს წარმოადგენდა.
ლიტ.: ს. მაკალათია, ახალწელიწადი საქართველოში, 1927.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9