ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფად ფაზ ფათ ფალ ფამ ფან ფარ ფას ფაფ ფაც

ფამფალაკი

- სახვნელი იარაღის (დიდი ქართული გუთანი, ჯილღა) ნაწილი. წარმოადგენს ღერძს, რომლის ბოლოებში გაყრილია „გოგორები“. საქართველოში ორი ტიპის ფამფალაკი დასტურდება: ტოლგოგორებიანი და სხვადასხვა ზომის გოგორებიანი. ტოლგოგორებიანი ფამფალაკი დამხასიათებელი იყო ჯილღისათვის, ხოლო სხვადასხვა ზომის გოგორებიანი ფამფალაკი დიდი გუთნისათვის. ეს უკანასკნელი შედარებით განვითარებულ სახეობად არის მიჩნეული. ფამფალაკის ერთი ბორბალი („კვალის გოგორა“) დიდია, ხოლო მეორე („ველის გოგორა“) - პატარა. ხვნის დროს დიდი ბორბალი ნახნავის კვალშია ჩამდგარი, ხოლო პატარა ყამირზე მოძრაობს და მხოლოდ ასეთნაირი მდგომარეობა აძლევს საშუალებას გუთანს გაწონასწორებული იყოს მიწის ზედაპირთან. ფამფალაკი გუთნეული უიოლებს მიწის ღრმად მოხვნას, იგი გუთანზე ჯამბარის (იხ.) მეშვეობითაა მიმაგრებული.
ლიტ.: გ. ჩიტაია, მასალები საქართველოს სახვნელი იარაღების ისტორიისათვის, სსმმ, V, 1960.
თ. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9