ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფად ფაზ ფათ ფალ ფამ ფან ფარ ფას ფაფ ფაც

ფარგალი

სიმრგვალის მოსაზომი იარაღი. იყო ხისა და რკინისა. პრიმიტიული ფარგალი წარმოადგენს ორკაპა ჯოხს, რომლის ერთი წვერი მოკლეა და მეორე - გრძელი. წრის მოხაზვისას ქვის შუაგულში დააბჯენენ მოკლე წვერს, გრძელს ნახშირს დაანდობენ, შემოატარებენ ქვაზე და შემოხაზავენ წრეს (მაგ., წისქვილის ქვას). ფარგალადვე გამოიყენება გაჭიმული ბაწრის ბოლოებში ჯოხები. არსებობს საგანგებოდ გამოთლილი ხის ფარგლები, ჩვეულებრივი კლასიკური ფარგლის მსგავსი, რომელსაც წვერობში ლითონის ნემსაკები აქვს და შემოტრიალებისას ქვის ზედაპირზე ავლებს ხაზს.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9