ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფად ფაზ ფათ ფალ ფამ ფან ფარ ფას ფაფ ფაც

ფარდაგი

ქსოვილის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც იქსოვებოდა სხვადასხვა ფერის მსხვილად ნაგრეხი, ძირითადად შალის უხაო ძაფით. საქსოვი მასალის ხარისხისა და ქსოვის ტექნიკის მიხედვით განარჩევენ ფარდაგის რამდენიმე სახეობას. დიდ ფარდაგს ვერტიკალურ საქსოვ დაზგაზე ქსოვდნენ, პატარ-პატარა საფენ ფარდაგებს კი - ყაისნაღითაც. ყველაზე მარტივი წესით ჯეჯიმი იქსოვებოდა. არსებობს ერთსახიანი და ორსახიანი ფარდაგი. ერთსახიანის ნიმუშია კვირტულა. კვირტულისა და ჯეჯიმის სახეობის ფარდაგზე ორნამენტის სახე არ არის ჭვირით გამოყოფილი. ორნამემტის ჭვირით გამოყოფილი ფარდაგები უფრო რთული ტექნიკით იქსოვება და უმთავრესად ბარის რაიონებისათვის არის ნიშანდობლივი.
ფარდაგის ორნამენტში გვხვდება მცენარეული, ზოომორფული და ანთროპომორფული მოტივები. დიდი ადგილი აქვს დათმობილი გეომეტრიულ ჭრელს. ბევრი ფარდაგის სიუჟეტურ მხატვრობას თან ახლავს ხელოსნის ვინაობა და მოქსოვის თარიღი. ქსოვის მრავალფეროვნებითა და ორიგინალობით გამოირჩევა თუშური ფარდაგი. ამ მხრივ ასევე საინტერესო უბანია მთიულეთგუდამაყარი, ივრის ხეობა, პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობები, ქვემო ქართლი, ჯავახეთი, აჭარა, ქიზიყი, სამეგრელო და ლეჩხუმი.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9