ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფად ფაზ ფათ ფალ ფამ ფან ფარ ფას ფაფ ფაც

ფაფანაგი

ხევსური ქალის გარეთი, სახატო ჩასაცმელი. მასალად გამოყენებულია ადგილობრივი, საოჯახო წესით მოქსოვილი მუქი ფერის შალი - „ტოლი“. ფორმით ქოქლოს მსგავსია. წინჩახსნილი და წელში ნაწილობრივ გადაკერილი: შედგება ბეჭებში გაუკერავად ამოღებული წინა მთლიანი კალთებისა („აზღოტები“) და ზურგსმობმული, ბოლომდე დაშვებული, თავწვრილი და ბოლოგანიერი, ორმხრივ ირიბი კალთისაგან („გვამის აზღოტი“), აქვს მაღალი საყელო და მხართან სწორად მიდგმული, მოკლე და იღლიამდე შეხსნილი სახელოები. მორთულია ხევსურული სამოსისათვის დამახასიათებელი ქარგულობით, რომელიც შესრულებულია შალის ფერადი ძაფებით („შიბაით დაკერილი“). ჭრელი გეომეტრიულია.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ტ. VIII, 1956.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9