ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფელ ფერ ფეს ფეშ ფეჩ ფეხ

ფესი თეფელუღი

ქალის თავსაბურავი. ირგვლივ მონეტებით შემკული და შალის ძაფისაგან წინდის ჩხირებით ნაქსოვი. სიმაღლის მისაცემად პატარა ბალიშის ფორმის ბამბის ან მატყლის ფენადადებული. ხმარობდნენ მაუდის ფესსაც, რომელსაც მონეტებით მორთავდნენ. ასეთი ფესები მზა სახით შემოდიოდა აჭარაში. ფესი საგანგებო თმის ვარცხნილობას მოითხოვდა, კერძოდ, ნაწნავები (2 4 6) და კულულების თავისებურ წყობას. ნახევარსფეროს მსგავს ამ ქუდს გვერდებზე მიამაგრებდნენ საყბეურად სახელდებულ შავი მძიმების ასხმულას, რომელიც ქალს ყბაზე ჰქონდა შემოხვეული.
ლიტ.: ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005.
ც.ბ
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9