ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფია ფით ფილ ფინ ფირ ფიქ ფიჩ ფიწ

ფინაჩი, მეჯღანე

გაცვეთილი, ფეხსაცმლის შემკეთებელი. ფინაჩობა პროფესიად იქცა, ისინი მდარე ხელოსნები იყვნენ. მუშაობდნენ ქალაქებში, ზოგიერთს თავისი ფარდულიც კი ჰქონდა. ძირითადად ხარაზის სახელოსნოში კუთხეს გამოუყოფდნენ ხოლმე, ან სახელოსნოს წინ მუშაობდნენ, ან ნებისმიერ ადგილას, სადაც სამუშაო გამოუჩნდებოდათ, იქვე ჯდებოდნენ სამუშაოდ. მათ თან დაჰქონდათ ჩანთით სახელოსნო იარაღები. ფინაჩთა დიდი ნაწილი ახლომახლო სოფლებში გადიოდა. რომელიმე ოჯახში იდებდა დროებით ბინას, სადაც საღამომდე რჩებოდა და ისევ ქალაქში ბრუნდებოდა. გასამრჯელოს ნატურითაც ურიგდებოდა შემკვეთს. დასაკერებელ ტყავს უფრო მეტად სანაგვეზე - მტკრვის პირას აგროვებდნენ.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1979.
ნ. ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9