ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფია ფით ფილ ფინ ფირ ფიქ ფიჩ ფიწ

ფირუზი

ცისფერი ქვა, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამკაულთა შემკულობაში. ძვ.წ. XIII ს. ხანის სამარხებში გვხვდება ფირუზის მძივები. ფირუზი ამკობს მცხეთაში აღმოჩენილ ნივთებს (მაგ., ზევახისა და ასპარუგის სარტყლებს.). შუა საუკუნეების საქართველოში ფირუზი ფართოდ იყო გამოყენებული ეკლესიის სიწმინდეების მორთულობაში. ხშირადაა მოხსენიებული ფირუზით შემკული ნივთები მზითვის წიგნებში. ფირუზითაა მორთული არაერთი ძველი ხელნაწერის ყდა. მიუხედავად იმისა, რომ ფირუზი იმპორტს წარმოადგენდა მის შემოტანასა და გამოყენებას დიდი ავლა ჰქონდა. ეს ცისფერი ქვა მუდამ იზიდავდა ადამიანს თავისი ფერადოვანი გამითა და რომანტიკულობით.
ლიტ.: ვ. ზუბხაია, ქვის კულტ. საქართველოში, 1965.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9