ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფია ფით ფილ ფინ ფირ ფიქ ფიჩ ფიწ

ფირფიტები

აქ: ჩახსაკრავები. (იხ.) საქსოვი საშუალება. საქსოვი ფირფიტები მზადდებოდა საქონლის ტყავის ან ხისგან. ოთხკუთხა ფორმის ფირფიტებს ძაფის გასაყრელად ნაჩვრეტები ჰქონდა გაკეთებული. თითოეული ფირფიტის ნაჩვრეტში გაყრილი ძაფი ორ-ორად იყო განასკვული. შუაში მოქცეულ ფირფიტებზე ასხმული ძაფი, თავსა და ბოლოში ჩამაგრებულ პალოებზე დაიქსელებოდა. ქსოვის პროცესი ფირფიტების ტრიალსა და ძაფში საბეჭი ტყავის, ძვლის დანის გაყრით - ჩაბეჭვით სრულდებოდა. ქსოვას სამი ადამიანი ეწეოდა. შუაში მჯდომს ორივე ხელში განაწილებული ფირფიტები ერთიდან მეორე მხარეს მონაცვლეობით გადაჰქონდა. თავ-ბოლოში მდგომნი მქსოველის მიერ ამოკრეფილ ძაფს ჩაბეჭდავდნენ საბეჭი ტყავით ან ძვლის დანით. ფირფიტებით ქსოვას პარალელი ეძებნება ურარტუს, ბაბილონისა და ეგვიპტის მატერიალური კულტურის ძეგლებში.
ლიტ.: ნ. აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1980.
ლ.მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9