ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფოთ ფორ ფოტ ფოშ ფოც ფოხ

ფორი, ალაო

აქ: სალუდე ფორი, ქერის დანაღერღებული მასა, რომლისგანაც მოადუღებენ ლუდს. სალუდე მარცვალი, რომელიც ინახება ხატის ბეღელში (იხ. ბეღელი ხატისა), ხევისბერის მითითებით გამოაქვათ სადღესასწაულოდ. ჩაყრიან ხაკის ტომრებში (იხ. ტომარა ხაკის) და 2-3 დღის განმავლობაში ამყოფებენ წყალში. შემდეგ დამბალ მასას წაიღებენ, დაყრიან ჭერხოში ერთი ციდის სიმაღლეზე და ზემოდან მშრალი ჩალით დაათბუნებენ. 3-4 დღის შემდეგ ქერი ბუსუსებს გამოიღებს, დაღვივდება („დაკიაპ დება“, “გამაყივდება“, “დაიფორება“). დაღვივებულ ქერს მზისგულზე გააშრობენ, გაცხრილავენ, წისქვილში მსხვილად დაფქვავენ და შეინახავენ ბნელ ადგილას. „ქვაბების დაყრისას“ ფორის ფქვილს აწყავენ ხჩუტით და მისცემენ წყალს. როცა წყალი და ფორი ერთმანეთში კარგად აირევა, შეუნთებენ ცეცხლს და იწყება სისწვენის მომზადება.
ლიტ.: ა. ლეკიაშვილი, ქართველ მთიელთა მეურნეობის ისტორიიდან. 1953.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9