ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფჩ
ფოთ ფორ ფოტ ფოშ ფოც ფოხ

ფოხალი

საწყაო, ჰქონდა გავრცელების ფართო არეალი. XVI ს-ის ბოლოს ფოხალი იმერეთში ღომის საწყაო იყო. XVII ს-ის ხვამლის ეკლესიისადმი შეწირულობის წიგნში იგი ხორბლეულის საწყაოდ მოიხსენიება. მარცვლეულის გარდა ფოხალით წყავდნენ სითხესაც, კერძოდ, ღვინოს. სულხანსაბა ორბელიანი ფოხალს 10-ლიტრიანი კოდის ნახევრად მიიჩნევდა და ქილაკს (იხ.) უიგივებდა. „დასტურლამალის“ ანალიზის საფუძველზე ივ. ჯავახიშვილმა ფოხალი 5 ლიტრით, ე.ი. 15 კგ-თი განსაზღვრა. დასავლეთ საქართველოში საწყაოს უფრო მცირე ტევადობა ჰქონდა, დაახლ. 7,5-8 კგ. XIX ს-ის მასალებით ფოხალი რაჭა-ლეჩხუმში მარცვლეულის საწყაო იყო და ნაოთხალის ნახევარს შეადგენდა. ვინაიდან ნაოთხალი 8-10 კგ-ია, ფოხალი საშუალოდ 4,5 კგ უნდა იყოს. სამეგრელოში ფოხალი ღვინის საწყაო იყო და 6 ლ. ღვინოს იტევდა.
ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973. ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში. 1969.
მ.ხ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9