ქა ქე ქვ ქი ქნ ქო ქრ ქს ქუ
ქაბ ქად ქავ ქათ ქალ ქამ ქან ქარ ქას ქაფ

ქალმის ჩხირი

რქის სადგისი, აკეთებდნენ თხის რქისაგან. რქას ჩადებდნენ ცხელ ნაცარში ან ცხელ წყალში და როცა დალბებოდა, მას ნაჭრებად დაჭრიდნენ. შემდეგ გამოთლიდნენ ფორმის მიხედვით, თავში გახვრეტდნენ, რათა თასმა გაეყარათ და ქამარზე ჩამოიკიდებდნენ. ქალმის ჩხირი ძველად მეტად საჭირო იარაღი იყო. იყენებდნენ ძირითადად ქალამნების ამოსხმის დროს. აღსანიშნავია, რომ რქის სადგისები საქართველოში გვხვდება ქვის ხანიდან მოყოლებული ფეოდალური ხანის ჩათვლით.
ლიტ.: ჯ. სონღულაშვილი, მასალები ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის ისტორიისათვის, 1964.
მ.ხ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9