წელზე შემოსარტყმელი, არსებობს ნაირგვარი სახეობისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოქრომჭედლების მიერ დამზადებული ტყავზე აწყობილი ვერცხლის ქამრები, რომელებსაც გააჩნიათ „ნიკარტი“//აბზინდი, ბალთა, ენა, გობაკი, კოპალი, საქონი, უზანიკი. ვერცხლის ქამარს ატარებდნენ როგორც ქალები, ასევე კაცები. ვერცხლის გობაკიანმა ქამრებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თბილისის ხელოსან-ვაჭართა წრეში და მოდური გატაცების გარდა მას გააჩნდა პრაქტიკული დანიშნულება, რადგან საკმაოდ ძვირად ფასობდა და უსახსრობაში ჩავარდნილ ადამიანს მისი გაყიდვით გარკვეული დანაკლისის ანაზღაურება შეეძლო, თბილისური ვერცხლის ქამრები ოქრომჭედლობის განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელია.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3