ჩა ჩე ჩი ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩიბ ჩივ ჩით ჩიკ ჩირ ჩიქ ჩიჩ ჩიხ

ჩიხტა, ჩიხტი

გათხოვილი ქალის თავზე დასადგამი თავსაბური. მასალად გამოიყენებოდა ერთმანეთზე დაწებებული ქაღალდების წყება ან ხის თხელი ბწკალი, რკალისებურად მოყვანილ და თავზე მორგებულ ამ თავსარქმელს უკანა განიერი ნაწილი შედარებით ბრტყელი ჰქონდა და დაქანებულიც. ნაპირებს ქობად შემოსდევდა თალხი ფერის ნაჭერი - „კიდურისსადები“, რომელთა შორის თავსაკრავს ათავსებდნენ. ჩიხტას ზემოდან ეფინებოდა ლეჩაქი, რომელიც ჩიხტში ჩადებულ კოპზე ქინძისთავებით მაგრდებოდა. ქართული თავხურვის ეს ელემენტი XIX ს. საქართველოში ორი ფორმითაა ცნობილი: ა. მაღალი ჩიხტა ბ. დაბალი, ანუ „კახური ჩიხტა“, თუ მაღალი ჩიხტას მომხმარებლად მაღალი წოდების ქალები ჩანან, დაბალი ჩიხტა მასობრივად იყო გავრცელებული. გათხოვილი ქალები სახლშიაც თავდახურულები იყვნენ. ჩიხტას საოჯახო პირობებში ამზადებდნენ.
ც. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9