შა შე შვ ში შნ შო შრ შტ შუ შხ
შეი შერ შეშ

შერეული ქსოვილები

სხვადასხვა ძაფისგან (ნართი) დამზადებული ფეიქრული ნაწარმი: მატყლნარევი ბამბის ძაფისა - ბამბა-შალი, ხამშალა; აბრეშუმნარევი მატყლისა - შალ-აბრეშუმი; აბრეშუმისა და ბამბის ძაფით ნაქსოვი - ბამბა-აბრეშუმი, სელისა და აბრეშუმით ნაქსოვი - სელაბრეშუმი, ყაჭ-ბამბის ქსოვილი, კანაფისა და ბამბით ნაქსოვი ტილო და სხვა.
შერეული ქსოვილები იქსოვებოდა: ორი სხვადასხვა ერთ წვერად ამოწვერილი ძაფით, სხვადასხვა ძაფის საქსელითა და მისაქსელით ან ერთ თითისტარზე აბრეშუმ-მატყლის საქსელითა და მისაქსელით. ყოფაში შერეულ ქსოვილებს იყენებდნენ სუფთა ქსოვილების სანაცვლოდ.
ლიტ.: მსშხი, წ. II, ნაწ. II, 1982.
ლ.მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9