კრამიტის მოსაჭრელი ყალიბი. ქობუნას ერთი ბოლო ვიწროა, მეორე გაფართოებული. ვიწროს შუაში პატარა წვერი აქვს გამოთლილი, ფართო ბოლოს კი მრგვალად მოყვანილი ტარი. ყალიბში ჩამოსხმულ, ზედაპირგადასწორებულ კრამიტს სველ ხელს მოუსვამენ და ქობუნაზე გადმოიტანენ. ამ დროს მეკრამიტე ქობუნას ტარს მუცელზე მჭიდროდ იკრავს, რათა მან არ იმოძრაოს. გადმოცურების შედეგად ყალიბს თიხა გამოეცლება და ყალიბში დაბრტყელებული თიხა ქობუნაზე დარჩება. Kკრამიტი ქობუნის მსგავსად მოიხრება და მის ფორმას მიიღებს.
მ ზ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3