ქა ქე ქვ ქი ქნ ქო ქრ ქს ქუ
ქსა ქსე ქსო

ქსოვილი სახიანი

ფერადი ნართით ნაქსოვი და ნაირფრად შეღებილი ბამბის, შალის, აბრეშუმისა და სელის ფეიქრული ნაწარმი. მათ განეკუთვნება ზოლიანი (ქართლ-კახ.), ღვედიანი (ლეჩხუმი), ფორჩხებიანი (გურია).უჯრებიანი, ჭადრაკული, კუბოკრული, ფუთური (იმერ.), დოლაბდოლაბი (სამცხეჯავახ.), ფოტური (გურ.), კუპლეტებიანი (ლეჩხ.), ნახჭიანი (რაჭ.) ქსოვილები. სახიანი ქსოვილებიდან საქართველოს მთიან ნაწილში მზადდებოდა ფარდაგ-ფიჩვი, ხალიჩა, ჯეჯიმი. ბარის ზონის რეგიონებში იქსოვებოდა ზოლიანი, უჯრებიანი-კუბოკრული დაჩითული ბამბის, აბრეშუმის, სელის სახიანი ქსოვილები. ისინი მოიხმარებოდა ლოგინის (ლეიბი, საბანი, ბალიში) გადასამოსავად, ფარდებად, არტახებისათვის, სარტყლებად, წინსაფრებად, ქალის კაბის მასალად და სხვა. სახიან ქსოვილებში სხვადასხვა ფერის ნართი - საქსელი და მისაქსელი, გარკვეულ ფერთა მონაცვლეობით იყო განლაგებული.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, საქართველოს მუზეუმის საჩითავები, 1962. მსშხი, ტ. II, ნაწ. II, 1982.
ლ.მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9