წა წბ წე წვ წი წმ წნ წუ წყ
წებ წერ

წერაქვი

ორწვერიანი ქვის დასამუშავებელი იარაღი. იხმარება ქვის მოსამტვრევად, გასაკოპიტებლად, გასაწვერად. მისი ტანი მძიმეა და კუთხოვანი მოყვანილობის - ქვაზე ძალა რომ მიიტანოს. ქვის დამუშავების პრაქტიკაში ერთ-ერთი სანიადაგოდ სახმარი იარაღია. ხალხურ მეტყველებაში წერაქვის მრავალი სინონიმია დაცული. მაგ., წერაქვა, წალკატი, ორწვერი, წვერო, წერექო, საწიწვერი. ამავე ტიპის, მხოლოდ, უფრო მასიურია ქართლში დამოწმებული ქულუნგი. გვხვდება აგრეთვე კომბინირებული სახის წერაქვი, რომლის ერთი წვერი საკვეთია, ხოლო მეორე სათლელის ან ჩაქუჩის მოვალეობას ასრულებს. ქანიდან რბილი ქვის ამოხდისათვის იხმარება შედარებით გრძელწვერიანი და მოხრილი წერაქვები (იხ. წერექო). წერაქვში ყველა ვარიანტში მოქცეულია მისი ძირითადი ფუნქციის -წვერით ქვის დამუშავების შემცველი შინაარსი. ქართულ წერილობით ძეგლებში წერაქვი და წალკატიერთმანეთისგან განირჩევა.საბას განმარტებით, წერაქვი „ესე არს ცალგანით სათხროლი აქვნდეს კლდეთა დასარღვევად, წალკატი - არს ორგნით საკვეთი აქვნდეს ქვათა სათლელად“. ამჟამად ასეთი დაყოფა არ შეინიშნება და წერაქვი უფრო ზოგადი სახელწოდებაა ამ ტიპის ყველა იარაღისა.
ლიტ: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9