(ხევს.) - შესაწირავთა ნაკრები სარიტუალო პურები. ესაა დიდი ხავიწიანი ქადა, ცხრა პატარ-პატარა თხელი უგულო პურები და ოთხი „საკვირაო“. დიდ ქადაზე უგულო პურებს აწყობენ, ზემოდან დაადებენ თითო ხავიწიან საკვირაოს. ყველა ეს პური დაჭრელებულია საჭვრეთათი (იხ.) და გაპოხილია ერბოთი. როცა დალოცვის შემდეგ ლუდის სმა გახურდება, „ღამის სამთელოიან“ ტაბლას გადმოდგამს ხუცესი, დაილოცება, ჯვარედინად გადაუსვამს დანას და გაჭრის ოთხად, შემდეგ კი უფრო პატარ-პატარა ნაწილებად - „ნაწვრეთებად,“ დაანაწილებს და მიართმევს ყველას.
ლიტ: ალ. ოჩიაური, ხალხურ დღეობათა კალენდარი, 1988.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3