ღა ღე ღვ ღი ღო ღუ
ღამ ღან ღარ ღაჯ

ღარი

  1. წისქვილის ღარი, რომელშიც წყალი გადაედინება სათავედან, მძლავრად ეცემა წისქვილის ბორბალს და აბრუნებს მას. ღარის თავი განიერია, წვერი ვიწრო და შედგება სამი გრძელი კარგად გათლილი ფიცრისგან.
    ე. ნ.
  2. ხის გრძელი ნახევრადღია ღარები, რომლებიც გამოიყენებოდა მარნებში საწნახელიდან გადმოსული ღვინის პირდაპირ ქვევრში გადადინებისთვის. საუკეთესოა ცაცხვის ხის ღარი, რადგან ცაცხვი სუფთა ხეა და ღვინოს არ დაამიზეზებს. თუ ჭური საწნახელიდან მოშორებულია, ღარებს ერთმანეთს გადააბამდნენ. ამით იყო გამოწვეული, რომ ღარის თავი ბოლოსთან შედარებით უფრო განიერი იყო, რათა ერთმანეთში კარგად ჩამჯდარიყო.
    ე. ნ.
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9