ბარული საზიდი ტრანსპორტის სახეობა, რომელიც ძირითადად აღმ. საქართველოში კერძოდ, მტკვრის შუა წელზე იყო გავრცელებული. ღერძკალა ხის მორების საზიდია. გააჩნია უბე, სამკუთხად შეკრული ხელნები, ღერძ-ბორბლები და უღელი, რადგანაც ამ ტრანსპორტის დანიშნულება მძიმე ხეების ზიდვაა, ამიტომ მისი ბორბლები ჩვეულებრივ ურემთან შედარებით დაბალია, ხოლო ღერძი მოკლეა.
ლიტ.: მ. გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3