ღა ღე ღვ ღი ღო ღუ
ღილ ღირ

ღილი

ტანსაცმლის შესაკრავი. ფორმით მრგვალი, ოვალური, ოთხკუთხედი და სხვა. მზადდებოდა მეტალისა (ოქრო, ვერცხლი, თითბერი, სპილენძი) და ნახევრად ძვირფასი ქვებისგან: სადაფი, რქა, სპილოს ძვალი და სხვა. ქართველ ოქრომჭედლებს ის სამკაულად გადაუქცევიათ. ოქრო-ვერცხლის ღილების დამზადებისას იყენებდნენ თითქმის ყველა საოქრომჭედლო ხერხს: ჩამოსხმა, ჭედვა, რჩილვა და ა.შ. ღილებს ამკობდნენ ცვარათი, გრეხილით, ფერადი თვლებით. ამზადებდნენ ჭვირულ ღილებსაც.
ლიტ.: ი. გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
მ. ბ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9