ღა ღე ღვ ღი ღო ღუ
ღუზ ღუი ღულ ღუმ ღურ

ღუზა ქვის

ნავის გასაჩერებელი უძველესი საშუალება. სოფ. ანაკლიაში ნაპოვნია ქვის მოზრდილი ღუზა, რომელიც ანალოგიურია ქუთაისის მუზეუმში დაცული მსხლის ფორმის უძველესი ქვის ღუზისა. ამგვარი ღუზების არსებობა დადასტურებულია ნიჩბიან ხომალდებზე ძვ. წ. VI საუკუნეში. ფაზისის აღწერისას არიანე მოიხსენიებს აქაურ ქვის ღუზას, რომელიც მისთვის უჩვენებიათ, როგორც ერთი საინტერესო ნივთი და საბუთი კოლხური ნაოსნობის დამადასტურებლად.
ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987. ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9