ღა ღე ღვ ღი ღო ღუ
ღუზ ღუი ღულ ღუმ ღურ

ღუი

სამეურნეო სათავსი, რომლის საუკეთესო ნიმუშები დადასტურებულია თრიალეთში. ღუი წარმოადგენს მიწაში ქვევრისებურად ჩაჭრილ ორმოს, რომლის კედლები კირსილის ხსნარითა და ქვის კედლებითაა ამოშენებულ-ამოლესილი. მისი ყელი ამოცილებულია მიწას და გამოყვანილია ერთი ან ოთხნაწილიანი ქვით, რომელიც შეადგენს მის თავს. ღუის ეფარებოდა დიდი ქვის სახურავი, რომელიც კარგად იყო მოტკეპნილი მიწით და შიგ წყალი არ ჩადიოდა. ასეთი ტიპის სამეურნეო სათავსი თრიალეთში ერთ მოსახლეს 3-4 მაინც გააჩნდა და მასში ძირითადად ინახავდნენ მარცვლეულს, ეს გარემოება აშკარად მაჩვენებელია იმისა, რომ გარკვეულ პერიოდში, თრიალეთის მოსახლეობას კარგი სამეურნეო ორგანიზაცია ჰქონდა და მოსავალს უხვად იწევდა. ერთი ღუი დაახლოებით 200-300 ფუთ მარცვლეულს იტევდა.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, სამეურნეო ნაგებობა ღუი სამხრეთ საქართველოში, სსმ, მოამბე, XVIII B, 1954.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9