ყა ყდ ყე ყვ ყი ყო ყუ
ყაბ ყავ ყაზ ყაი ყალ ყამ ყან ყარ ყაუ ყაფ ყაღ ყაწ ყაჭ ყაჯ

ყაბაჩა, ყაბარჩა

(სპ. თურქ.) სპარსულად მოკლე კაბას ნიშნავს. ასეთი ტიპის სამოსი ძალზე გავრცელებული იყო ფეოდალური ხანის საქართველოში. რუსთაველის მიხედვით ყაბაჩა ყოფილა როგორც ქალის, ასევე მამაკაცის საცმელი: მაგ., ფატმანმა ავთანდილს უძღვნა „მრავალი კაბა, ყაბაჩა.., ტურფა პერანგი, წიდნები“ და მეორე: ზღუათა მეფემ ქორწილში ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული „თვალითა, იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა“. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ყაბაჩა დახასიათებულია როგორც ფერადი ქსოვილისაგან შეკერილი სახელოიანი სამოსი, რომელსაც საყელოზე მოვლებული ჰქონია ძვირფას ბეწვიანი ტყავი.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1962.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9